Tuesday, August 30, 2011

რატომ იტყუებიან ადამიანები?

  რამდენ მატყუარა ადამიანს იცნობთ? მე არც ერთს.. იმიტომ რომ ჩემი აზრით მატყუარა ადამიანები არ არსებობენ.. ყველა ადამიანი იტყუება.. უბრალოდ ზოგი მეტს და ზოგიც ნაკლებს.. ))) ბევრი ადამიანისგან მსმენია რომ ამბობენ.. ვერ ვიტან მატყუარა ადამიანებს და ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე მირჩევნიაო.... ხოო ვეთანხმები, მწარე სიმართლე მირჩევნია მეც, მაგრამ მატყუარა ადამიანებს ვერ იტანს?  :D რა სისულელეა.. როცა დაჭირდება ისიც ისე მოიტყუება თვალსაც კი არ დაახამხამებს როგორც იტყვიან ხოლმე )))
  რა თქმა უნდა ყველას უყვარს როდესაც სიმართლეს ეუბნებიან.. მაგრამ რატომ უნდა მოვატყუოთ საკუთარ თავებს? :D არ არსებობს ადამიანი ამ ქვეყნად ვინც სულ სიმართლეს ამბობს..
 რადგან გავარკვიეთ, რომ ყველა ადამიანი იტყუება, ეხლა შეგვიძლია განვიხილოთ სათაური, ანუ "რატომ იტყუებიან ადამიანები".. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ტყუილი უფრო მოსახერხებელია.. იტყვი როგორც უკეთესია და მორჩა.. ერთი შეხედვით პრობლემაც მოგვარებულია, სანამ შემთხვევით სიმართლე არ გაირკვევა.. და რა ხდება მაშინ? კარგი არაფერი :D ეს ჩევულებრივი ამბავია.. მერე ჩხუბი ბლა ბლა ბლაა მერე ბოდიში და თუ გაგიმართლა პატიება..

"სამი რამ რასაც ვერ დააბრუნებ: დრო,სიტყვა,შესაძლებლობა" შეეცადეთ ეს სულ გახსოვდეთ ))) და კიდევ.. ტყუილსაც გააჩნია.. ჩემი აზრით, ტყუილი, რომელიც დიდს არაფერს აშავებს დასაშვებიია.. დიიიდდიიი ტყუილების კი უბრალოდ უნდა გვეშინოდეს :D :D :D :D 
მოკლედ სულ ეს იყო.. იმედია მოგეწონათ.. (ხო კიდევ ის ამბავი ტყულია, თუ აქამდე არ იცოდით, რომ თითქოს რაც უფრო ბერ ტყუილს იტყვი ცხვირი გაგეზრდებაო :D :D :D :D :D :D ) 



No comments: